გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 06 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება 1179 აბონენტს ქ. გორში შინდისის, გორგასალის, თარხნიშვილის, ხაშურის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-დან 18:30 საათამდე - 1527 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარიანი, საქაშეთი, არაშენდა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:30 საათამდე - 611 აბონენტს სოფლებში ორთაშენი, თედოწმინდა, ახალდაბა, ვარიანი, შინდისის გზატკეცილი.

12:00-დან 13:30 საათამდე - 969 აბონენტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღაიანი, საქადაგიანო, კომუნა, ხიდისყურის, ოკამი. 13:30-დან 15:00 საათამდე - 2152 აბონენტს სოფლებში ოკამი, ლამისყანა, ფერმა, თეზი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 12:00 საათამდე - 1048 აბონენტს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭანდრები, ლეთეთი, ღვლევი, ქვენაფლავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272