საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მე-4 ფორუმზე განაცხადა, რომ "ჩვენ ვდგავართ ოქროზე, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ".
„რეგიონებში დევს ჩვენი განვითარება. ასეთი კონფერენციების მიზანია, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა, რომელიც მიგვიყვანს განვითარებამდე. ქვეყნის მიმზიდველობა დევს რეგიონებში. რეგიონებში ახალგაზრდებს არ აქვთ დასაქმების საშუალება, რომ ადგილზე დარჩნენ და ემიგრაციაში არ წავიდნენ. სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ხელშეწყობაა. რეგიონალური განვითარება მნიშვნელოვანია ტურიზმსა და გარემოს დაცვაში. თუ რეგიონების დონეზე არ დავიცავით ჩვენი ბუნება და გარემო, საქართველო დაკარგავს უნიკალურობას“,- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაფუძნდა. იგი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმზე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები იმაზე მსჯელობენ, როგორ გახდნენ მუნიციპალიტეტები ეკონიმიკურად ძლიერები და დამოუკიდებლები.