პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც მათ განვახორციელეს, იყო შეცდომა. „რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაიმიჯნა უფრო მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საქმეები. უამრავი ადამიანი იყო. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაულებები, რომელიც ხორციელდება წინა მთავრობის დროს და ამ დანაშაულებში რა თქმა უნდა, უამრავი საჯარო მოხელე ნებით თუ უნებლიეთ იქნა ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.მისი განცხადებით, კოაბიტაციის ამოცანა იყო, რომ მომხდარიყო კონსოლიდაცია.
|