საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალური ქსელის სასუალებით თვითმფრინავით მგზავრობისას ჩაწერილი მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებას უპასუხა. "მოგესალმებით მორიგი რეისიდან მორიგი მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება, ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის - ყველა მინუს სააკაშვილი. ე.ი. ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას და ხან აქედან. ნახეთ, ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო“, - წერს სააკაშვილი.შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკური ასპარეზიდან გვერდზე უნდა გაიწიოს რათა “ქართული ოცნება“ დამარცხდეს.
|