ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან მობილიზებული და ადგილზე არსებულ ვითარებას ერთობლივად აკვირდებიან. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ ისინი არანაირ პროვოკაციას არ ელოდებიან და მხოლოდ იმიტომ არიან იქ რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან. რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში მიმდებარე მსვლელობას კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეები ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით აჰყავთ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დავით გარეჯის ტერიტორიაზე მსვლელობა-აქციას ლოზუნგით „დავით გარეჯი საქართველოა“ მართავენ სასულიერო პირები, მრევლი და "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით ქაცარავა.
|