მცხეტაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ 120 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცეს. ძალიან სასიხარულოა, როდესაც 120 ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ მათაც და სხვებსაც დავეხმარებით, რომ აქტიურად დასაქმდნენ, ჰქონდეთ აქტიური სოციალური ცხოვრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.„ეს არის იმ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და განსაკუთრებით სწორედ ამ გადაუჭრელი კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე"- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. კორპუსების მიმდებარედ მოწყობილია ინფრასტრუქტურაც. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღნიშნული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო.
|