ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სოფლის მეურნეობის მინისტრისა და სტიქიისგან დაზარალებული გორელი მოსახლეობის შეხვედრას აფასებს - "შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, დაღლილ ვირს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს დაარქმევდა. მასთან შეხვედრაზე იმდენი სეტყვით დაზარალებული ნაცნობი სახე მომხვდა თვალში, ვისაც დღემდე შუბლზე და თვალის ქუთუთოებზე 41 აქვთ "დანაკოლკებული" და ოცნების დროშით დარბის, რომ (დანარჩენებმა რა დააშავეს თორემ) ალალია მათზე 200 ლარიანი კომპენსაცია ჰექტარზე."