იხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს, რაც არაერთხელ დაადასტურა მისმა ხელისუფლებამ. “ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მაცხოვრებელი, რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. მინდა ვუთხრა მას, რომ მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. ჩვენი მომხრეები ყველანი უნდა მოემზადონ და ჩვენი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა და ყველამ ეს იცის. იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით, ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს.
|