"ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს ძარცვავს"
"ლიბერთი ბანკი" ძარცვავს პენსიონერებს“ - ამის შესახებ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა და მაშტაბური აქციები დაანონსა. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც დაანონსებულ მასშტაბურ აქციებზე გაჟღერდება, სწორედ საპენსიო რეფორმა და ბანკის მიერ პენსიონერებისგან პროცენტების სახით ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება იქნება. "საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს სიტუაცია აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე და ბავშვებზე. როდესაც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს  ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება გეგონება პენსიონერები ან პენსიის გაცემა ხელისუფლების ან საზოგადეობის კეთილი ნება არის. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ ქვეყანას ქმნიდა, ეკონომიკას ქმნიდა და ამ საზოგადოებას ქმნიდა. 400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ისედაც მწირი პენსია პენსიონერს არც სურსათზე ჰყოფნის, არც მედიკამენტებზე ჰყოფნის და არც ის დაგვავიწყდეს რომ საქართველოში, ძალიან ბევრ პატარა ქალაქებსა და სოფლებში პენსიონერების პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული"- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.  ვაშაძის თქმით,  "ლიბერთი ბანკს", რომელიც გასცემს პენსიას და ამ პენსიით უზრუნველყოფილ სესხს, საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით სამჯერ მეტი აქვს და ის 36%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ  "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს პენსიონერებს.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345