"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არცევნები შეაჯამა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. შეკრების დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამებასთან ერთად  სამომავლო გეგმებზეც იმსჯელა.

„შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ აქტიურ ტემპს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან ისე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრ საკითხს უმოკლეს დროში გადავუჭრით ჩვენს თანამოქალაქეებს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.  

თალაკვაძის თქმით ძირითადი აქცენტები გაკეთდება განათლების რეფორმასა და რეგიონებში ინვესტიციებზე.  

ასევე, დაწყებულია მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე და მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით წარდგება საზოგადოების წინაშე. 

„ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ არჩევნები დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარდა, თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო არჩევნების დისკრედიტაცია, რადგან ხედავდნენ, რომ მარცხდებოდნენ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საბოლოო შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა დასრულდა. ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 61.83%-მა დაუჭირა მხარი, შალვა შავგულიძეს კი 38.17%-მა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345