პარლამენტმა ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად აირჩია
82 მომხრე 21 წინააღმდეგი  - პარლამენტმა ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი ორ კანდიდატს, ​ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის შორის გააკეთა. თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა. კანონპროექტის თანახმად, ახლადშექმნილი სამსახური აღჭურვილი იქნება მხოლოდ საგამოძიებო კომპეტენციით. ახლადარცეული ლონდა თოლორაია ამჟამად შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამანეტს ხელმძღვანელობს. თოლორაიამ კარიერა რიგითი პროკურორობიდან დაიწყო, 2009 წელს ის ძველი თბილისის რაიონული  პროკურორი იყო, 2010 წელს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ის ასევე ზედამხედველობას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებათა პროცესს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც გუშინ  კანდიდატებს უსმენდნენ, შენიშვნები სწორედ თოლორაიას წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოითქვა.

კანონპროექტი თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახური უფლებამოსილი იქნება, გამოძიება აწარმოოს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა:

წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით;

ჩვენების მიცემის იძულება;

სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა ნებისმიერ დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ. 

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345