საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სამხედრო აღრიცხვაზე დადგა.
„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინის რაიონის სამხედრო კომისარიატში. კარგი ჯანმრთელობა, „ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის", ასე რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. დამხვდა ძალიან თბილი და ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალი, რომელიც არც თუ ძალიან კარგ პირობებში მუშაობს", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.
|