ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცის მიმდინარეობს. „ერთი წამი ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ირაკლი კობახიძე ვიდრე მორიგ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვეოდა და მორიგ სიბეცეს ჩაიდენდა მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მე ამ საკითხს ვაყენებდი და ახლა კიდევ უფრო პრინციპულად ვაყენებ, უნდა დატოვოს თანამდებობა, შეუძლებელია პარლამენტს ჰყავდეს ასეთი უღირსი თავმჯდომარე, რომელიც ვერ ერკვევა ვინ არის ქვეყნის მეგობარი და ვინ მტრულად განწყობილი,სასწრაფოდ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,თუ არ მიიღებს ჩვენ უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა.
ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხებით თამაში არ შეიძლება. არ არის გამორიცხული,რომ თუ ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს.
ადრეც ვუთხარი ეს ბიძინა ივანიშვილს, არ შეიძლება ეს ყმაწვილები თამაშობდნენ სახლობანას. კობახიძე უნდა გადადგეს, თუ არადა მაშინ დადგება ცვლილების საკითხი,ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ, ადრე მოხდება თუ გვიან ეს უნდა მოხდეს “-აცხადებს ეკა ბესელია

|