"ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს" - დიანა ღურწკაია
წარმოშობით ქართველმა, რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღუწკაიამ ბოდიში მოუხადა "ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, ვისი ღონისძიებაც საქართველოში ჩაიშალა". ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა. ღურწკაია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას გამოეხმაურა.

"ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა", — თქვა ღურწკაიამ.

ის ამბობს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის "კოლოსალური განსხვავებაა". მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა და ამაში თავად დარწმუნდა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345