საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა იყო დაკმაყოფილდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 0% ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება.
|