"უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში" - პოროშენკო
“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“ - ამ სათაურით უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა. პეტრო პოროშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომლითაც უკრაინელებს ქართველებისადმი მხარდაჭერისკენ და საქართველოში სამოგზაუროდ ჩასვლისკენ მოუწოდა.

მან ასევე, უკრაინის ხელისუფლებას მიმართა უკრაინასა და საქართველო შორის ავია მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე იმუშაონ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, უკვე მრავალი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები იმის შესახებაც, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება უკრაინულადაც „საქართველო“ იყოს.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმს და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. მოსკოვს უნდა კიდევ ერთხელ შეასუსტოს საქართველო ეკონომიკურად, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით. უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ რომ გეზი საქართველოსკენ აიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს,"- განაცხადა პოროშენკომ. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345