შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს 20:00 საათზე ტელეკომპანიების წამყვანებს შეხვდება, სადაც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტს თხოვნით მიმართა და დეპუტატებთან ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვა. გახარია პარლამენტში ხვალ უნდა მისულიყო, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა გადაიფიქრა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, გამოიყენა რეზინის ტყვიები.
|