გიორგი გახარიასთან ტელეკომპანიების თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრას ეხმიანება ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია. მან სოციალურ ქსელში თამარ ბაღაშვილი გააკრიტიკა და დაწერა, რომ არ აქვთ უფლება ახსენონ ქართველი ხალხი.
„რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, ვინმე ხელშეხვეულ თამარს!
მეორედ არ გაბედოთ, ქართველი ხალხის სახელით, ბრალი დასდოთ შინაგან საქმეთა მინისტრს!
„რუსთავი2“ არის ქართული სახელმწიფოს მტერი!
შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება ახსენოთ ქართველი ხალხი!
თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის„ სახელით! ანუ, იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომლის ინსპირირებულიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!“, - წერს ხათუნა ხოფერია.