ფასები გაიზარდა სურსათზე, სასმელებზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ივნისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1 %, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, 4.3% შეადგინა.

მაისთან შედარებით, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3%), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7%), ასევე ტრანსპორტსა (0.9%) და ჯანდაცვაზე (0.8%).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წინა წელთან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში - ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9%), პური და პურპროდუქტები (11.7%), ხორცი და ხორცპროდუქტები (6.4%), რძე, ყველი
და კვერცხი (6.1%), მინერალური და წყაროს წყალი (4.3%), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6%);

ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.1%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში - 3.2%-ით, დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში - 5.0 %-ით. 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა წელთან შედარებით, 2019 წლის ივნისში ფასები მომატებულია 2.9%-ით.

დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345