გორში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მანქანების კოლონითა და საყვირებით ქალაქის ქუჩები შემოიარეს. აღნიშნული აქციით პატრიოტთა ალიანსმა რუსთავი ორის გადაცემა, პოსტ სკრიპტუმის პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიას მიერ გაჟღერებული განცხადება გააპროტესტა. მშვიდობიანი აქციის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროვოკაციული განცხადებების მაგივრად საჭიროა მოლაპარაკებების წარმოება. ისინი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას უარყოფითად აფასებენ და თვლიან, რომ რუსთავი ორი და ნაციონალური მოძრაობა სიცრუეს ემსახურება
|