სახელოვანი მოგზაურის ვარსკვლავი ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გაუხსნა. ამის მიზეზად გოგი წულაია, მერის ევროპაში გახშირებულ ვიზიტებს ასახელებს.
„ჩემი აზრით, მის მოგზაურობასა და ექსკურსიებში აღმოჩნდა, რომ 6 თვის განმავლობაში, დახარჯული აქვს 155,000 ლარი. აქ არ არის შესული ინგლისი,სხვა მივლინებები, წლის ბოლომდე ალბათ ეს თანხა 300.000 გახდება. იმ დროს, როდესაც ქუთაისი, საქართველოში პირველ ადგილს იკავებს ემიგრანტების რიცხვით, ქალაქი გახდა ტალახის,მტვრის,უბედურების ქალაქად. გადათხრილია ყველაფერი“ - აცხადებს წულაია.