გორში, ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ საჯაროდ იმსჯელეს. თემის განხილვა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა. წმინდაწყალზე 58,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს, პოლონური მხარე ამზადებს და ადგილობრივ ხელისუფლებას მის საბოლოო ვარიანტს სექტემრის თვეში წარუდგენს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|