სასამართლომ “რუსთავი 2“ -ის წილების დაყადაღებაზე ოქრუაშვილს უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ორი არჩევანის წინაშე დგანან.

„ახლა გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია ჩვენი განაცხადით რეესტრში წილების გასხვისებაზე აკრძალვა“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მან „რუსთავი 2“ წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით დავა საქართველოში იმიტომ დაიწყო, რომ ეს მისთვის არის პოლიტიკური პროცესი და არა იურიდიული.

„ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა ეს სარჩელი და იქ დამეწყო დავა, ამ საქმისთვის პოლიტიკური ჭრილის შეძენა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი და მე ვაპირებ ბურთის მის მოედანზე გადაგდებას, სასამართლოში აქ შეტანის მეშვეობით, რომ კიდევ ერთხელ გაირკვეს, ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არა. ლონდონში ამ დავას დავასრულებდი დაახლოებით 8 წლის მერე, შეიძლება, არსებითი აღარ ყოფილიყო“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345