თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის კამპანია და ვარდების რევოლუცია მისი დაფინანსებულია. ამის შესახებ მან, ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და ამბობთ, თითქოს სოროსმა დააფინანსა ვარდების რევოლუცია, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთლიანი კამპანია, მათ შორის ვარდების რევოლუცია, ჩემი დაფინანსებულია. მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი- განაცხადა ოქრუაშვილმა.