საქართველოს რკინიგზა მონაცემებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია თუ როგორ მიაღწია მგზავრთა რაოდენობამ ისტორიულ მაღალ ნიშნულს რაც მის შემოსავლებშიც 11 მილიონი ლარის გადაჭარბებით აისახა.„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთაგადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარსგადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდანმიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულშემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვისჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულადმაღალი მაჩვენებელია.ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა,რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილადსოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზეშენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთაგადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომგააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.„საქართველოს რკინიგზამ“ ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებულისერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არისშესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში" - აღნიშნულია განცხადებაში.
|