"არ გრცხვენია, თაკო ჩარკვიანო? სინდისი არ გაწუხებს?"
"ალია"-ს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა თაკო ჩარკვიანს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და იმ ვიდეოს ახსენებს, რომელიც 2012 წელს არის ჩაწერილი. ვიდეოში თაკო ჩარკვიანი საუბრობს თ როგორ არიან გაუპატიურებულები 18-19 წლის ბიჭები და რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. თაკო ჩარკვიანი: ციხეებში 19 წლის ბიჭებს მასიურად აუპატიურებენ ხის პალოებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. ამ ყველაფრის სათავეში დგას შს მინისტრი ბაჩო ახალაია. ამ ადამიანს ფსიქიური პრობლემები აქვს". 2012წ "კარგად მოუსმინეთ ამ მედროვეს. აი, ეს ქალი დღეს გვერდით უდგას იმ რეჟიმს, რომელიც ციხეებში 18-19 წლის ბიჭებს პალოებით აუპატიურებდა, სისტემატიურად! და ამას თვითონვე ამბობს აგერ! სტრასბურგში გვაქვს გაგზავნილი ეს საქმეებიო, თან რიხით რომ ამბობს. 
არ გრცხვენია, თაკო ჩარკვიანო? სინდისი არ გაწუხებს? ვის გვერდით დგახარ დღეს, ჰა? და ვისი დაბრუნება გინდა - იმ ჯალათების და მწამებლების, ვისზეც თავად ამბობდი, აწამებდნენ ხალხსო? ვის იცავ დღეს? რას იცავ? და ვის და რას ებრძვი? ესაა შენი სამართალი და სამართლიანობა?..
თფუი, მართლა, რა!
გულისამრევი ადამიანი ესა!"- წერს ლაბარტყავა და იმ ვიდეოს ურთავს თავის ე.წ. სტატუსს, სადაც ჩარკვიანი აღნიშნული ტექსტით მიმართავს საზოგადოებას. 
https://www.facebook.com/kolkhidatv/videos/2172843972814312/UzpfSTEwMDAwMDY3NDM5ODYwNjoyNjA1MDIxMTkyODYzNjY4/
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345