"ხელფასი მქონდა ასაღები, ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას პარლამენტში"- ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი გამომძიებლის კითხვებმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ოქრუაშვილის თქმით, გამოკითხვაზე მისთვის სერიოზული კითხვები არ დაუსვამთ.  

 „ჩემი გამოკითხვის საჭიროება აშკარად ვერ დავინახე. ზუსტად იმ დროის მონაკვეთიდან გამომდინარე, რამდენი ხანიც შიგნით გამოკითხვაზე ყოფნა მომიწია. საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, ვიდრე პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მკითხეს - რატომ ვაპირებდი წინიდან პარლამენტში შესვლას და ვუთხარი, რომ ბუღალტერია წინიდან მეგონა. მერე მითხრეს პოლიციელებმა რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო.

ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია - ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ უფრო მეტი გართულება არ ყოფილიყო. შემდეგი, მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, რომ ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სჭირდება სპეციალური ნებართვა. მეტი აზრიანი კითხვა არ დასმულა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა

მისი თქმით, ჯერ არ იცის კიდევ მოუწევს თუ არა გამოკითხვაზე მისვლა.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატ მოსამარტლესთან დღეს ირაკლი ოქრუაშვილი იყო დაბარებული. 

ამ საქმესთან დაკავშირბით უკვე გამოიკითხნენ, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი. 



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345