„ჩემს მოთმინებას ნუ ზომავ"- ბესელია ივანიშვილს აფრთხილებს

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. ბესელია „ტვ პირველის" ეთერში ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზარდიაშვილმა მას „ვირთხა" უწოდა. ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება" ასეთი მეთოდებით გააგრძელებს მასთან ბრძოლას, მისი პასუხიც შესაბამისი იქნება.

„ჩემს მოთმინებას ნუ ზომავ. პრობლემა არის რომ ის, ზარდიაშვილი "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს და ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო და ეს არის ჩემი გაფრთხილებაც, რომ თუ ამ არარაობების პირით საუბარს გააგრძელებს „ქართული ოცნება" ჩემთან და ასეთი აკრძალული მეთოდებით გააგრძელებს თავდასხმებს, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მწარე.

მე ამ არარაობებისგან განსხვავებით, რომელთა ხელწერაც არის ჩაწერა- გავრცელება, შანტაჟი და ყველაფერი უმსგავსობა, მე ჩუმად კი არ მჩვევია ლაპარაკი , მე ღიად ვლაპარაკობ რისი თქმაც შეიძლება და ბევრ რამეს არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები საჯარო ინტერესს, ეთიკურ სტანდარტს , ვუფრთხილდები ქვეყნის ინტერესს. მაგრამ ჩემს მოთმინებას ნუ ზომავენ, ივანიშვილმა დაადუმოს ეს არარაობები" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234