ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 23 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1.40 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.8971 ლარი ეღირება.

ლარი მცირედით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. გაუფასურებამ 0.33 თეთრი შეადგინა და ერთი ევრო 3.2390 ლარი ეღირება ოფიციალური კურსით. ლართან მიმართებით გამყარდა ბრიტანული ფუნტი და თურქული ლირაც.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 15 თეთრით გაუფასურდა, 9 ივლისს კი დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსის 2.90-ზე ასვლით ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.

ოქტომბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272