"თიბისი" ჯგუფში მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის

TBC ბანკის ჯგუფის ბორდის თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს, დამოუკიდებელი წევრი ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ლონდონის ბირჟაზე იქნა წარდგენილი.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება უშუალოდ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებაა. ასევე, ნათქვამია, რომ ბორდის წევრები მადლობას უხდიან ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მათი საქმიანობისთვის. 

მმართველთა საბჭო, დარწმუნებულია ხაზარაძისა და ჯაფარიძის უდანაშაულობაში და იმედს გამოთქვამს სამართლიანი და სწრაფი გამოძიების, რათა კომპანიის დამფუძნებლები მშვიდად დაუბრუნდნენ საქმიანობას. 

ბორდის ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ ენუქიძე, კომპანიის ბორდში 2013 წლიდან, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით მოღვაწეობს.

გუშინ, 24 ივლისს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგზე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. მათ ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. გუშინვე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქმის დასრულებამდე იგი ტოვებდა ბორდის თავმჯდომარის პოსტს.

დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345