ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153, ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456