“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტი შეაფასა. შეკითხვაზე, ელოდება თუ არა თვითონაც, რომ მას უახლეს დღეებში დააკავებენ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არ იცის და დიდად არც ადარდებს.
“არ ვიცი და დიდად არც მადარდებს ეს საკითხი. უნდათ? აგერ ვარ. ტყუილია ეს ყველაფერი, მოგონილი იყო ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, მოგონილი შეიძლება იყოს მესამე, მეოთხე, მერვე შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ ეს კაცი ისე გადავიდა ჭკუიდან, რომ მარტო თავის საზოგადოებას ელაპარაკება პროკურორის ენაზე. მორჩა, ივანიშვილის სამეტყველო-საკომუნიკაციო საშუალება საკუთარ ხალხთან არის მხოლოდ ეს უგვანო პროკურატურა. ამ ენით ვინც მეტყველებს, იმ ენით ამთავრებს. წითელ ხაზს თვითონ გადადის, რაც მისთვის დასრულდება ცუდად. ივანიშვილი ჭირსაც წაუღია, მე ამ ქვეყნისთვის ვსაუბრობ” - განაცხადა უგულავამ.