"ივანიშვილი წავიდეს აქედან, მოცილდეს ამ ქვეყანას"- თაკო ჩარკვიანი

დღეს არის პატრონყმული წყობა და ამ დროს, ოლიგარქი გაბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებსმას ხალხი, - ამის შესახებ პარტიაში „კანონი და სამართალი" პარტიის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საქართველომ იხილა საქართველოს დამოუკიდებლობის საფრთხე და სახელმწიფოებრიობის გადაბარების მცდელობა, ამის განხილვის გარეშე, ყველას ვისაც დააკავებენ, ეს არის ხელისუფლების სურვილი და ახალი დანაშაულის ჩადენის მცდელობა.

„დანაშაული საქართველოს წინაშე ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში ჩამჯდარი ვიხილეთ უმაღლესი ჩინოვნიკი პუტინისა. აქედან იწყება სურათი და არა უკვე შემდეგ, სადაც კულტუროლოგიურად ძალიან გამართული და ძალიან საინტერესო ხალხი გამოჩნდა, რომელთა ბუნებაშიც არ არის აგრესია. ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. რჩევა იქნება იმ სისულელეებს, იმ სულელურ გზას და მავნებლურ, ბოროტმოქმედის გზას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგა და რომელსაც ყოველ დღე ჩადის ჩემი სამშობლოს და ქვეყნის წინაშე, უარყოს მან ეს გზა, დაადგეს კანონიკურ გზას და იფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, როგორ წავიდეს და მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ წავიდეს აქედან, მოცილდეს ამ ქვეყანას.

გამოძიება იწყება იქედან, ვინ ჩასვა სკამში გავრილოვი, ვინ გაბედა საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხო. ამის შემდეგ ხალხი რა მოძრაობებს აკეთებს, მაპატიეთ მაგრამ არ ვიცი. მე რომ ხვალ ივანიშვილმა გამომიცხადოს, რომ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხო ის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო ძარღვს გადავღრღნით ყველა პატრიოტი და ნორმალური მოქალაქე, აბა დამიჭიროს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345