საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

პავლიაშვილის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება.

„საბაჟო გამშვები პუნქტიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობას. დღე-ღამის განმავლობაში, პუნქტის გავლით, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, მოსავლის აღება, დაბინავება და რეალიზაცია ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონში არსებული ცხრავე სამაცივრო მეურნეობა სრული დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნული დოკუმენტაციის საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენის შემდეგ, მალფუჭებადი პროდუქტი შეუფერხებლად გადის ყველა საჭირო პროცედურას.

„დღეის მონაცემებით, საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, საიდანაც ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გასულია 6000 ტონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ უფროსი შოთა სხილაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge

დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345