"მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილი ამ ფარსს უყურებდა”

"გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე, ირინა გორდელაძე სოციალურ ქსელში მეუღლის დაპატიმრების შესახებ წერს.

„უნდა ვაღიარო, რომ მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ უსამართლობა კიდევ უფრო მეზიზღება. ამიტომაც არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
გუშინ სასამართლოს დავესწარი და მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილი ამ დადგმულ თეატრს და ფარსს უყურებდა.
ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე ერთადერთი, კერძოდ დადუმების მიზეზით იყო დაკავებული, ვინაიდან არც მტკიცებულებები მის წინააღმდეგ (გარდა იმისა, რაც საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა და სადაც არავითარი ორგანიზება-ძალადობის ალი-კვალი არ ჩანს) არ არსებობს და არც გირაოთი და/ან სამაჯურით მისი არ გამოშვების საფუძველი არ გააჩნდათ.

მისი პატიმრობაში დატოვება დასაბუთდა საზღვარგარეთთან მისი კავშირების მიზეზით. თუმცა ამ საქმეზე მისი შესაძლო ბრალდების შემდეგ ირაკლის სწორედ საზღვარგარეთ გამგზავრება მოუწია და ამაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, ოფიციალური წერილი მისწერა და ერთი კვირის წინ დაბრუნდა სწორედ გამოძიებასთან თანამშლომლობის მიზნით (და მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლო ბრალდება/დაკავება დაანონსდა).

რა საფუძველი ჰქონდათ, ევარაუდათ, რომ ის ერთი კვირით ადრე საგანგებოდ დაბრუნების მიუხედავად, კვლავ წავიდოდა ან როგორ მოახერხებდა ამას "სამაჯურით” და შინაპატიმრობის პირობებში?
მეორე მიზეზად პროკურატურამ ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა დაასახელა. საინტერესოა, ისევ იგეგმება რუსების ჩამოყვანა და ახალი დემონსტრაციების და მასში ირაკლის მონაწილეობის ეშინიათ, თუ ეჭვი აქვთ,  ვინმეს დანით დახვდება?

აშკარაა, რომ ეს არგუმენტები დაუსაბუთებელი აბსურდია. მით უფრო, რომ იგივე საქმეზე უფრო მძიმე ბრალდებით "სამაჯურით” გამოუშვეს სხვა პოლიტიკოსი, რომელიც როგორც ჩანს, უბრალოდ პოლიტიკური განცხადებების სიმწვავით საგრძნობლად ჩამორჩებოდა ჩემს მეუღლეს და შუშის სასახლეში ძილს არავის უფრთხობდა.
ადვოკატის დაცვითი სიტყვის დაწყებისთანავე, მას შემდეგ, რაც დარბაზში მსხდომთ სიცილი ვერ შეიკავეს პროკურორის უსუსურ პასუხებზე, მოსამართლემ სხდომა დახურა, რომ მისი უსუსურობა და "მარიონეტის ძაფები”, რომლებითაც მათ მართავენ, არავის შეენიშნა.
სრულიად ნათელია, რომ ირაკლი მისი მწვავე, პოლიტიკური-ოპოზიციური საქმიანობისთვის და „რუსთავი 2“-ის საქმის გამო დააკავეს და დაადუმეს. მერამდენე მმართველი ძალა უნდა იმეორებდეს იგივე შეცდომებს? სხვის შეცდომებზე რატომ ვერ სწავლობენ? იგივე ძვალი უნდა გაეჩხიროთ ყელში, რამაც წინა რეჟიმი დაახრჩო?
ეს ქვეყანა არაა ჩალით ნაგები. არსებობს ზღვარი, რომლის გადასვლას არ პატიობენ და ეს ზღვარი დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფაზე გადის. მთელ ერს ვერ დაადუმებს ერთი კაცი, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს. ოპონენტის დილეგში ჩაგდება ვალერიანის დალევაზე კარგად აწყნარებს ამ
ქვეყნის დირიჟორს, მაგრამ თავისუფლება არ იყიდება ამ
ქვეყანაში.

მაპატიეთ პათოსისთვის და მიკერძოებაში ნუ ჩამითვლით. ირაკლისთან ერთად სხვა პირებიც დააკავეს, რათა დიპკორპუსს თვალში არ სცემოდა ამ დაკავების აშკარად პოლიტიკური ხასიათი. ძალიან უხარისხო კამუფლიაჟი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ოჯახების აწიოკების უნებური მიზეზი გახდა ჩემი მეუღლე. მათზე არანაკლებ შემტკივა გული, მაგრამ მჯერა, რომ ამას ჩვენი ერი არ შეეგუება.
#თავისფლებაპოლიტპატიმრებს
#ესქვეყანაარიყიდება
გამარჯვებული საქართველო Victorious Georgia
ირაკლი ოქრუაშვილი“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345