„მახინჯი, ხიხო ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მეხსიერება საერთოდ არ გაქვთ" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"ვუყურე გუშინ ახალგაზრდები როგორ მიდიან ივანიშვილის სახლთან და სხვათა შორის, ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან. ძალიან მაგარი ისაა, რომ ზუსტად აქციების დღეებში ყოველ დღე იბარებს პოლიცია მრავალსაათიან დაკითხვაზე, რომ არ მივიდნენ და არ შეახსენონ ივანიშვილს თავისი არსებობის შესახებ.
ერთი რამ მინდა გაგახსენოთ, ხეები რომ გადათხარეთ მთელ საქართველოში და ე.წ. ნენდროლოგიურ პარკში რომ გადაიტანეს, გახსოვთ რას ამბობდა, იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, არამხოლოდ ამ დემონსტრანტებს, არამედ ხალხს, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ?!
რეალურად, ივანიშვილი, ეს მახინჯი ხიხო თვლის, რომ თქვენ მეხსიერება საერთოდ არ გაქვთ, ის თვლის, რომ ყველაფერი შეიძლება გაჭამოთ და გათქვლიფოთ. იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც ამბობს ივანიშვილი და სააკაშვილი ერთია, მთელი ჩემი კონცეფცია იმაზე იყო, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის, ფეხზე მყარად დგომის და პიროვნების განცდა. ამის მთელი კონცეფცია არის დამცირება, შევიწროება, დაჩაგვრა და განსხვავებას თუ ვერ ხედავთ, ეს ძალიან რთულია", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.