"გირგვლიანის ქეისის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადგილზე გადავდგებოდი" -ადეიშვილი

იუსტიციის ყოფილი  მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ამ გადმოსახედიდან,  ის, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილზე ყოფილიყო გირგვლიანის გახმაურებული საქმის შემდგომ თანამდებობიდან გადადგებოდა.

ტელეკომპანია  „რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა  დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გამართული ინტერვიუს სრული ჩანაწერი გაავრცელა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე - ვანო მერაბიშვილის ადგილზე ადეიშვილი რომ ყოფილიყო, გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში გადადგებოდა თუ არა, ადეიშვილი პასუხობს: „ალბათ - კი

 „გირგვლიანის ქეისის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადგილზე გადავდგებოდი. სამართალდამცავ ორგანოებს,  უფრო მეტ საშუალებას მივცემდი  მუშაობისთვის და ასევე, საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, რომ არ ამეღო იმაზე მეტი პოლიტიკური  პასუხისმგებლობა ვიდრე უნდა აიღოს ადამიანმა“,-განაცხადა ადეიშვილმა.

ნიკა გვარამიამ, მოკლედ შეაფასა მისი ეს განცხადება და განმარტა, რომ თუ  შინაგან საქმეთა  ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გირგვლიანის საქმის შემდეგ გადაგებოდა, ეს ქინებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ამით გადარჩებოდა პოლიცია დარტყმისგან, ასევე, გადაარჩენდა საკუთარ თავს არასაჭირო პოლიტიკური გაგრძელებისგან და იმ პოლიტიკურ კლასს რომელსაც მიეკუთვნებოდა - ადეიშვილი გვარამიას ამ შეფასებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამ გადასახედიდად ის ასე ფიქრობს, თუმცა მაშინ მერაბიშვილისთვის გადადგომა არ ურჩევია, „ მაშინ მეგონა, რომ ვანოს გადადგომა დიდი საფრთხე იყო ქართული სახელმწიფოსთვის და ამიტომ არ ვურჩიე გადადგომა“,-განაცხადა ადეიშვილმა.

გვარამიამ კი, რეპლიკის სახით  უთხრა, რომ  „საბოლოო ჯამში გირგვლიანის ქეისი დარჩა, სამუდამო დამოკლეს მახვილად იმ ხელისუფლებისთვის რომელსაც წარმოადგენდი“,-მიმართა გვარამიამ ადეიშვილს.



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345