იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, კონკრეტული ადამიანების დაკავება ხდებოდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ადეიშვილის თქმით, ივანიშვილის თხოვნით, ისინი საქმეებს აღძრავდნენ, მაგრამ არც ერთი საქმე უსაფუძვლო არ ყოფილა და უმიზეზოდ ციხეში არავის სვამდნენ. ადეიშვილმა აღნიშნა, რომ უშუალოდ თვითონ ივანიშვილს არასდროს შეხვედრია.
„ყველა ის გვარები, რომელსაც შემოგვითვლიდა და ეს ბევრი იყო, არ იყო ცოტა, ყველა ამ ადამიანს გარკვეული დანაშაული ჰქონდა. არასდროს დაგვიწყია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული ქმედება. მაგას არ დავუშვებდით. უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმის გამო, რომ მან გვთხოვა, მაგრამ რეალურად პოლიტიკა იყოს სხვა. ერთი პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაცა, ის პალმის ხე, თითქოს 1000 ლარი ღირდა თუ რაღაცა...მე მგონი, ნათესავი იყო. არ მახსოვს“-,განაცხადა ადეიშვილმა.
ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა