რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია" წამყვანის შეკითხვას - " სააკაშვილისგან იყო მოწოდებები, რომ უფრო რადიკალური გამხდარიყო აქციები, ეთანხმებით ამას?" პასუხობს და ამბობს, რომ დიქტატურას უნდა ებრძოლონ მისივე მეთოდებით, სხვაგვარად დიქტატურას ვერ დაამარცხებენ. “თუ [სააკაშვილს უფრო რადიკალური აქციები] უნდა, მაშინ თვითონ უნდა გააკეთოს, თავისი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, თქვენ თვითონ ირჩევთ, როგორი იქნება თქვენი ბრძოლის მეთოდები. მე ვეთანხმები ყველანაირი ბრძოლის მეთოდს, ქვეყანაში არის დიქტატურა და არ შეიძლება ჩემგან ითხოვდნენ სამართლის მორჩილებას და თვითონ აბსოლუტურად არ ემორჩილებოდნენ სამართალს. დიქტატურა მარცხდება მისივე მეთოდებით, დიქტატურა დამარცხდება ამ ქვეყანაში პირობას გაძლევთ. როგორ წავა ბიძინა ივანიშვილი, არის მისი ასარჩევი, ის შეიძლება სარზე ჩამოაცვან, როგორც ლიბიის პრეზიდენტი, იმიტომ რომ, მას ასე აირჩია, ლიბიის პრეზიდენტმა. ის შეიძლება გაიქცეს და ის შეიძლება ჩაჯდეს დიდი ხნით ციხეში, თუ ასე აირჩევს. ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს"- განაცხადა გვარამიამ.
|