გორის მერიამ ავტოპარკის განახლებისთვის დამატებით 90 000 ლარი გამოყო. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომზე განიხილეს. ახალი ავტომობილების შესაძენად ბიუჯეტის ხარჯვა მიუღებელია ოპოზიციისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიაზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ხელისუფლება თანხებს ძვირად ღირებული ავტომიბილების შესაძენად არ უნდა ხარჯავდეს და უმჯობესია ადგილობრივი ბიუჯეტი სოცილური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინასებას მოხმარდეს.
|