„სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „რესპუბლიკა უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს“.
„ისტორიულად სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა. არ შეიძლება ხალხმა გაყოფილად იცხოვროს. ერთ ნაწილში, თან უფრო პატარა ნაწილში რესპუბლიკაა, მეორე ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია. თუ დავუბრუნდებით ისტორიულ სამართლიანობას, ოსი ხალხისთვის სწორი იქნება სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი იყოს და უკვე ამის შემდეგ ვიმუშაოთ იმაზე, რომ ოსეთი ისევ გახდეს ერთიანი, ჩრდილოეთად და სამხრეთად გაყოფის გარეშე. ოსი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.
მისი აზრით „თუ ხალხი გაყოფილია, საერთო განვითარება ამ ხალხს არ ექნება“.
„ამიტომ არავითარ შემთხვევაში გაერთიანებისკენ მიმართული იდეოლოგიის შეცვლა არ არის საჭირო. იდეოლოგია უნდა იყოს ერთი - ოსი ხალხის გაერთიანება და ამ გაერთიანებული ეთნოსის განვითარება რუსეთის საერთო განვითარების ვექტორში“, - აღნიშნა ბიბილოვმა.