"კითხვის ნიშნები თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში, ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთი. სხვა საკითხია შეფასება უკვე შიგნით. ჩვენ მაშინ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აი ასე აშკარად მომდინარე საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. იცით როგორ არის საქმე, როცა ძალიან დიდი აისბერგი მოდის და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ როგორც გემის კაპიტანი რაიმე მანევრს, აიცილო ეს, სცადო მაინც. თუ ამას სისწრაფით, პირდაპირ ასკდები. ამაშია მთელი შეკითხვა და საქმე."- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას ეხებოდა.
|