"ზღვაზე ჭურვი ჩამოაგდეს... გვეგონა, თბილისს მოადგნენ და დაბომბვა დაიწყეს"- ნოდიკო ტატიშვილი

 მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ხშირად იმეორებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რესტორნებში რუსულად აჟღერებული სიმღერები აღიზიანებს.

ნოდიკო ტატიშვილი: - მძაფრად განვიცადე ეს ომი - როგორ აყენებენ ჭრილობას შენს სამშობლოს და მიწას. 21 წლის ვიყავი, მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი. მე და ჩემს ოჯახის წევრებს არც კი გვიფიქრია, რომ სადმე წავსულიყავით. თბილისში ვიყავით, ხშირად ვხედავდი ტანკებს. თბილისის ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ. გვიან დავწექით, დასტრესილებს იქნებ დაგვძინებოდა. მახსოვს, საშინელი აფეთქების ხმამ მთელი კორპუსი შეგვაფხიზლა. ზღვაზე ჭურვი ჩამოაგდეს... გვეგონა, თბილისს მოადგნენ და დაბომბვა დაიწყეს. მახსოვს, ის საშინელი განცდა...

ეკრანზე გასული ომის კადრები ისე მძაფრად მოქმედებდა. ომის დროს, მოსკოვიდან რუსი მეგობრები მწერდნენ, გვაპატიე, ეს არ არის ხალხის დამოკიდებულებაო. რატომ არ ვეყვარებით - ბუნება, სამზარეულო, ისტორია, კულტურა - თვითონ ვერასდროს დაიკვეხნიან მსგავსით.

ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ გვყავს მტერი პუტინის სახით, რომელიც არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენ წელში გამართული და დამოუკიდებლები ვიყოთ.

ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ამიტომ ვერ წავედი ვერსად. ნურავის ეგონება, რომ მომღერლები უდარდელად ცხოვრობენ, წავლენ, იმღერებენ და მორჩა, ლაღად არიან. როგორც ამ ქვეყნის შვილს, ბევრი დარდი მაქვს. დღე არ გავა სამშობლოზე არ ვფიქრობდე. შეიძლება პათეტიკურ სიტყვებად ჩამითვალონ, მაგრამ ეს ფაქტია. მტკივა ჩვენი დახოცილი ბიჭები, დაკარგული ტერიტორიები.

დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345