პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ასათაურებს:
„გმირებო, თქვენი შვილები გაიზრდებიან და თქვენს მიერ სიამაყით ნატარებ დროშებს ჩაიბარებენ; თქვენი თავდადების ამბებსაც დაიმახსოვრებს ისტორია; მაგრამ ძაძებში შემოსილ თქვენს მშობლებს რა ვუთხრა არ ვიცი... მადლობა, რომ გმირები აღზარდეს! ამ ომს ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ", - წერს თალაკვაძე ფეისბუქზე.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ომის შედეგები ციფრებში ასეთია: 400-ზე მეტი დაღუპული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.