სამხარაულის ექსპერტიზამ ოქრუაშვილი- ხალვაშის დოკუმენტზე ქიბარის ხელმოწერა არ დაადასტურა

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია, რომელიც ეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვით ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილს დაუთმო.

ამ საკთხზე, პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ექსპერტიზის ბიურომ ხალვაშის ხელმოწერის შესახებ დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. „ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“- წერია დოკუმენტში.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა და მოითხოვენ, ირაკლი ოქრუაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, რადგან ის რეალურად „რუსთავი2“-ის საქმის გამოა დაკავებული.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა.

კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. 

 



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234