უოლტონების ოჯახი, რომელიც ამჟამად ყველაზე მდიდარია მსოფლიოში, ყოველ წუთში 70 ათასი დოლარით, საათში 4 მილიონით, დღეში კი 100 მილიონით მდიდრდება.
ოჯახის ქონება ჯამში 191 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2018 წლის ივნისის შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახი გახდნენ, უოლტონების ქონება 39 მილიარდითაა გაზრდილი.
უოლტონების შემოსავალის მთავარი წყარო ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ია.
უოლტონების შემდეგ, ყველაზე მდიდარი ამერიკული ოჯახები მარსები და კოუქები არიან, შესაბამისად, 127 და 125 მილიარდ დოლარიანი ქონებით.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 25 ყველაზე მდიდარი ოჯახი 1.4 ტრილიონ დოლარიან ქონებას აკონტროლებს.
მას შემდეგ, რაც სტატიის კითხვა დაიწყეთ, უოლტონების ოჯახმა დაახლოებით 30 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა