ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით „იმედზე“ გასულ ფილმს შეეხებოდა.
„ვერ ხვდება რომ ზურგის ქარი აქვს ამ თემას მის სასარგებლოდ. დგას, მაინც იფურთხება და ილანძღება მოქალაქეების მისამართით.
შენს მხარესაა ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი - მორჩი წყევლა კრულვას! ლიდერშიფი კი არა, მინიმალური პოლიტიკური ინსტიქტიც აღარ შერჩა.
ამის ხელისუფლებაში დაბრუნება როგორ შეიძლება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.