ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო 27 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება
15:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვარხეთი,
მეჯვრისხევი, ზერტი, ზეღდულეთი, ახალსოფელი.
13:00-დან 15:00 საათამდე - კასპის მუნიციპალიტეტის
სოფლებში მიქელწყარო, კავთისხევი, მირიანი, ქვემო ხანდაკი, კარიერის დასახლება, წინარეხი,
იდლეთი, კავთისხევის სადგურში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.