ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16
აპრილს 12:00-დან 18:30 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გორის რაიონის სოფლებში მეჯვრისხევი,
ახალუბანი, აძვი, ქეციხურა, ღრომი, მუმლაანთ კარი, მახისი, ანდორეთი, გორეთი და მიმდებარე
სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში.