ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19
მაისს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
კასპის რაიონის სოფლებში აღაიანი, ხიდისყური, კომუნა, ოკამი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს კასპის რაიონის სოფლებში ახალციხე, ნოსტე, ახალქალაქი,
გოსტიბე, ცხავერი, მთიულთუბანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
გორის რაიონის სოფლებში ბობნევი, ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ლევიტანა, ორმოცი,
ყველაანთ უბანი, ტუსრევი, გაგლოაანთუბანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.